პროექტის სახელწოდება: ცენტრული სიმეტრია, ღეძული სიმეტრია და
ბუნების საოცრებები
ბუნების საოცრებები
პროექტის იდეა : სიმეტრიის უფრო ღრმად შესწავლა, სიმეტრიული ფიგურათა თვისებების გააზრება და გამოყენება
კლასიფიკაციას სიმეტრიის ცენტრისა და სიმეტრიის ღერძის მიხედვით იკვლევს სიმეტრიულ ფიგურებს; მოიძიებს სიმეტრიის მაგალითებს ჩვენს ირგვლივ ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაში
პროექტის მიზანი : გეომეტრიის უკვე ნასწავლი მასალა; გაიღრმავოს ცოდნა სიმეტრიის შესახებ; შეძლოს გეომეტრიული გარდაქმნების როგორც ფუნქციური დამოკიდებულების გააზრება და მისი გამოყენება
მონაწილეთა ასაკი : 15 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა : ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგი : მოიძიებენ "ღვთაებრივი პროპორციის" და სიმტრიის ცნების წარმოშობის ისტორიასა; წარმოადგენენ ცენტრული და ღერძული სიმეტრიის გეომეტრიულ თვისებებს, სიმეტრიის მაგალითებს ხელოვნებაში , პოეზიაში, რელიგიასა და არქიტეტურაში პართენონიდან დღემდე; იმსჯელებენ სიმეტრიის საყოფაცხოვრებო გაგებასა და მათემატიკურ მნიშვნელობას შორის კავშირზე.
რესურსები: გამოყენებული იქნება:მათემატიკის სახელმძღვანელოები, ცნობარები, ენციკლოპედიები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა: კლასი გაიყოფა ოთხ ჯგუფად, მოსწავლეები ჯგუფებში გაერთიანდებიან ინტერესების მიხედვით; ყოველი ჯგუფიიმუშავებს განსაზღვრულ თემაზე და მოამზადებენ პრეზენტაციას.
I ჯგუფის დავალება
რა არის სიმეტრია? "ღვთაებრივი პროპორციის" აღმოჩენის სათავეებთან პართენონიდან დღევანდელ დღემდე
II ჯგუფის დავალება
ცენტრული და ღერძული სიმეტრია, "ოქროს კვეთა" და მისი მათემატიკური პარამეტრები
III ჯგუფის დავალება
სიმეტრია ბუნებაში;
IV ჯგუფის დავალება
სიმეტრია ხელოვნებაში,რელიგიასა და პოეზიაში
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
პროექტზე მუშაობისას კავშირი ექნებათ საგნებთან: ისტორია, ბიოლოგია, ხელოვნება.ისტ, ქართული ენა და ლიტერატურა
პროექტის ხელმძღვანელი ხელმძღვანელის ელ.ფოსტა marikhubashvili1@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი http://marikhubashvili.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий